ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, რადგან ჯანსაღი პროდუქტი ორგანიზმისთვის სიჯანსაღის უმთავრესი პირობაა. ეკო პროდუქტი გულისხმობს რომ მისი წარმოებისას არ გამოიყენება შხამ-ქიმიკატები და ჯანმრთელობისათვის მავნე კონსერვანტები. ორგანული პროდუქტის ამოცნობა არ ხდება არც ვიზუალზე დაკვირვებით, არც ხელის შეხებით და არც იმით, რომ პროდუქტი ცოცხლად გამოიყურება. დასაზუსტებლად არის თუ არა ეს პროდუქტი ნატურალური შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ და მხოლოდ თანდართული ეტიკეტით პროდუქტის მარკირება Organic- ადასტურებს და მიუთითებს რომ კონკრეტული პროდუქტი არის bio . ბიოპროდუქტი , რომელიც პრემიუმ სეგმენტს განეკუთვნება, საკმაოდ რთულ და სერიოზულ შრომას მოითხოვს