სალომე
მოგესალმებით, მე სალომე ხელაშვილი ვარ, 33 წლის განმავლობაში ცხოვრების გარკვეული გზა განვვლე და გავაანალიზე, რომ იოგა ჩემი ცხოვრების მხოლოდ ერთი ნაწილი კი არა, არამედ ჩემი ცხოვრების წესია. იგი ერთადერთი რამაა, რაც ყოველდღიურ გამოწვევას მთავაზობს და მეხმარება ახალი გამოცდილების მიღებაში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც უფრო დავხვეწე ჩემი პრაქტიკა, მივხვდი, რომ მჭირდება სივრცე ჩემი ოთახის გარეთ, ჩემი გამოცდილების და ცოდნის გასაზიარებლად. მინდა ადამიანებს შთავაგონო და დავეხმარო, დაადგნენ ჯანსაღი ცხოვრების გზას.
ჩვენი წარმატების და ბედნიერებისთვის აუცილებელია მივყვეთ ჩვენს დინებას. უნდა მივენდოთ საკუთარ თავს, მოვუსმინოთ ჩვენს შინაგან ,,მე“-ს და მივყვეთ გულის კარნახს და ინტუიციას. ხშირად ადამიანი მიჰყვება სხვის ნაკადს, შემდეგ თავს გრძნობს დაბნეულად და საკუთარი გულისგან შორს. რაც უფრო მეტად მიჰყვები საკუთარ დინებას, თავს უფრო ბედნიერად გრძნობთ და როდესაც ბედნიერი ხარ, მეტად მშვიდი და ორიენტირებული ხდება შენი ცხოვრება. გირჩევ შეაბიჯო შენი ძალების სამყაროში და განაგრძო სვლა, შედეგად შენი ცხოვრება უფრო მოხდენილი, მარტივი და თავისუფალი ხდება. შენი აზრები, გრძნობები ძლიერი ენერგიის მატარებელია და ჩვენი ვიბრაციაც ასევე მნიშვნელოვანია… უკვე მზად ხარ საკუთარ თავს მისცე საშუალება იბრწყინო და შეიქმნა ცხოვრება, რომელიც ყოველთვის გეყვარება. სალომიოგა
ონლაინ კურსი:
სუნთქვითი ტექნიკები
16 – 23 ნოემბერი, 2020
ინვესტიცია 100 ₾
KAPALBHATI PRANAYAMA
ANULOM VILOM
UJJAYI BREATH
BHASTRIKA PRANAYAMA
აშტანგა იოგის მუდმივი თანმიმდევრობის შემდეგი ასანა არის კარნაპიდასანა. ეს მეტ-ნაკლებად გაჭიმვადი ვარჯიშია ზურგის ზედა მხრისა და ხერხემლისათვის. ამ პოზის შესრულება შეიძლება მხრებზე დგომით, სადაც კონცენტრაციას უფრო მეტად გახსნაზე ვახდენ. იმისთვის, რომ გავამყარო ჩემი ენერგეტიკული ღერძი, სურათებში მოცემულ პოზებს ვინარჩუნებ რაც შეიძლება დიდი ხნით, ძალიან დამღლელია, კუნთებში წვის შეგრძება უნდა გაჩნდეს, რათა უფრო გავძლიერდეთ. თუ არაფერი იგრძნობა, არაფერი ხდება.
ნებისმიერი პოზა შეიძლება შესრულდეს ნაკლები სიზუსტით. დროთა განმავლობაში გავაანალიზე, თუ რატომ ვასრულებ გარკვეულ ასანას, ასეთი მიდგომა საშუალებას მაძლევს განსაკუთრებულად ვიმუშავო კონკრეტულ ასპექტებზე. უტკატასანა ჩემთვის არის ძალისხმიერი სავარჯიშო.
F O L L O W U S: