back to top

ენერგიის საყრდენი ღერძი

იოგის სომატური პრაქტიკა მოიცავს: იოგას პოზას (ასანასი), სუნთქვის პრაქტიკასა (პრანაიამა) და რელაქსაციის პრაქტიკას (იოგა ნიდრა). ეს პრაქტიკა მიზნად ისახავს დაგეხმაროთ დააკვირდეთ, მოუსმინოთ (საკუთარ თავს) და გამოავლინოთ თქვენი შინაგანი ინტელექტი.

გულმკერდის არედან სუნთქვის დიაფრაგმისკენ გადატანისას ჩვენი ექსჰალაციები უფრო სრულყოფილია, რაც საშუალებას გვაძლევს ჩავისუნთქოთ ჩვეულებრივზე 7-ჯერ მეტი ჟანგბადი. ჟანგბადის მომატება უფრო მეტ სიცოცხლისუნარიანობას გვაძლევს. სისტემაში ჟანგბადის მატება, ტვინსაც მეტ ჟანგბადს აწვდის, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს კონცენტრაციას და გონებრივ  შესაძლებლობებს.

იოგა, როგორც მეცნიერება, ადამიანზე დაკვირვების საშუალებას იძლევა. გონება  პირდაპირ კავშირშია ჩვენს შინაგან სამყაროსთან. იგი იკვლევს რეალობებს და ამჟღავნებს ჩვენს გონებაში არსებულ პროცესებს – ეს არის ცოდნის წმინდა ფორმა.

ჩვენ გარემოს, მხოლოდ ზედაპირულად  ვაკვირდებით და აღვიქვამთ. ხშირ შემთხვევაში უგულვებელვყოფთ მისი შინაგანი სილამაზის სიღრმეს და დროს არ ვუთმობთ მისი ფარული არსის შეცნობას.

აქ თქვენ აღმოაჩენთ ენერგიის საყრდენ ღერძს. ეს პროცესი მოითხოვს გონების კონცენტრაციას, ენერგიისა და აზრების სწორედ დინებას. საკუთარი თავის შესწავლას, ჩვენი შინაგანი ბუნების გაანალიზებასა და მის მოსმენას დიდი მოთმინება სჭირდება.

logo_up2

გაზიარება

მეტი პოსტი