„გონებამახვილობა არის ხვდებოდე თუ რას განიცდი, როდესაც განიცდი მას. ეს არის მომენტალური ცნობიერება, აწმყოს აღქმის უნარი, თავისუფლების, პერსპექტივის, კავშირის, არ განსჯის შეგრძნება“ (Sridhar, n.d). იოგა ფიზიკური აქტივობაა, რომელიც მეტწილად მოიცავს პოზებს, რომლებსაც ,,ასანას“ უწოდებენ, რაც ხშირად უკავშირდება სხვადასხვა მიმდინარეობებს, იგივე ვინიასა, ამ ყველაფერს ზოგჯერ დაერთვის პრანაიამას სუნთქვითი ვარჯიშები და ეს პროცესი ძირითადად რელაქსაციითა და მედიტაციით სრულდება.