back to top

იკვებე როგორც იოგი: იოგას დიეტა, აიურვედის პრინციპებზე დაყრდნობით

დარჩი იოგა  მაგიდასთანაც, საკვების მიღებისას, რათა თქვენი სხეული და გონება გამოიკვებოს და გასუფთავდეს.

კვებაზე ამ გზით ფიქრისას, ის რაც სჭირდება ერთ ადამიანს, მეორესგან შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს. ასევე ის რაც ახლა, ამ მომენტში გჭირდება, შეიძლება განხვავდებოდეს 5 წლის წინანდელი საჭიროებებისგან. ალბათ ძველი ბრძენები სწორად მოიქცნენ, როდესაც იოგას ერთი კონკრეტული დიეტა არ ჩამოაყალიბეს, რომელსაც ყველა უნდა მიყვებოდეს. როგორც ხალიჩაზე სწავლობ საკუთარი სხეულისა და გონების მოსმენას, ასევე  უნდა უსმინო საკუთარ სხეულს სამზარეულო მაგიდასთან.

მე არ მითქვამს არა, მე ვამბობ როგორ.

ადამიანების მთავარი პროტესტი არის ის, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი არ მისცემს მათ საშუალებას დატკბნენ საყვარელი საკვებით. ეს არაა სწორი, ჩვენ არ ვამბობთ არას, ჩვენ უბრალოდ ვსწავლობთ როგორ მივირთვათ საყვარელი საკვები.

გაითვალისწინე დროის რა მონაკვეთში იკვებები – ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

ჭამე ის, რაც სეზონშია იქ სადაც ცხოვრობ.

ნუ იფიქრებ, რომ ჩვენ გეუბნებით რაიმე საკვები კარგია ან ცუდია, იფიქრე იმაზე თუ როგორ მიიღო შენთვის საყვარელი საკვები ისე, რომ საკუთარ თავში დისბალანსი არ გამოიწვიო.

მიირთვი საყვარელი საკვები! მიეცი მას საშუალება სტიმული შეგმატოს და დაგეხმაროს გაწმენდასა და გაჯანსაღებაში. მაგრამ თუ შეატყობ, რომ ეს საკვები დისბალანსს გიქმნის, ფრთხილად იყავი. შეიძლება დადგა დრო, რომ უარი უთხრა შენი კომფორტის საკვებს. შეგიძლია სცადო სანელებლების დამატება, რათა გახადო შენი საკვები უფრო მედიკამენტური, ან სცადო სეზონური ბოსტნეულისა და ხილის მირთმევა, რათა უკეთ დააბალანსო შენი სხეული, გონება და ზოგადი ჯანმრთელობა.

ცხადია, რთულია ასეთი მრავალფეროვანი პერსპექტივით ისეთი საკვების და დიეტის შერჩევა, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს შენს ეთიკას და პატივს სცემს შენს ფიზიკურ მოთხოვნილებებს. საბოლოოდ, თითქმის ყველა იოგი თანხმდება, რომ პრაქტიკის დიდი ნაწილი მოიცავს სწორი დიეტის შერჩევის პროცესს. ძალიან სასარგებლოა იმის შესწავლა, თუ როგორი დიეტა სჯობს შენთვის და ასევე იმის გარკვევა, თუ რა წარმომავლობისაა საკვები, რომელსაც ყიდულობ. უმნიშვნელოვანესია უსმინო საკუთარ სხეულს რათა გაიგო, რა ტიპის საკვებია სასარგებლო თითოეულ მომენტში. მაგრამ იოგას დიეტის შერჩევისას მრავალფეროვნებასაც მიეცი გასაქანი. „გახსოვდეს, იოგა თავისუფლებაა, მათ შორის საკუთარი  რწმენისა და იდეებისგან თავისუფლება“ – ამბობს კრაფთსოუ. „ასე, რომ ნუ მისცემ უფლებას მათ გამოგამწყვდიონ“.

ცხადია, იოგას პრაქტიკის სამზარეულოში განვრცობა არ არის მარტივი ამოცანა, ძირითადად იმის გათვალისწინებით, რომ კლასიკური იოგური ტექსტები, როგორიცაა Patanjali-ს იოგა სუტრა და Bhagavad Gita, არ ასახელებს რაიმე კონკრეტული  საკვებების სიას, როგორც იოგურ დიეტას. და რომც ასახელებდეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საკვები, აღწერილი ინდოეთში ათასობით წლის წინათ, დღესაც შესაფერისი იქნებოდა ყველა ჩვენგანისათვის.

Namaste.

logo_up2

გაზიარება

მეტი პოსტი