back to top

იოგა სუტრა

მრავალი წლის წინ, ინდოელმა ბრძენმა პატანჯალიმ, დაწერა ახლა უკვე ცნობილი ტრაქტატი სახელწოდებით იოგა სუტრას. პატანჯალის იოგა სუტრას ეხება იოგას რვა ასპექტს, რომელთაგან თითოეული გვთაზობს  მითითებებს, თუ როგორ ვიცხოვროთ აზრიანი და მიზანმიმართული ცხოვრებით.

 

პატანჯალის თქმით, ჩვენი ტკივილის ან უკმაყოფილების საფუძველი არის უცოდინარობა.თითქოს  ძალიან მარტივია საკუთარი თავის იდენტიფიცირება ჩვენი ნივთებისა და ისტორიების მეშვეობით მოვახდინოთ, მაგრამ იოგის ყველა ასპექტისადმი ერთგულების  შედეგად მივიღებთ გონებას, რომელიც მშვიდი, შინაარსობრივი, ჰარმონიული და მკაფიოა (სატვა)

 

ეს თავისით არ ხდება. ცხოვრების გარკვეული დრო უნდა მივუძღვნათ ამ პროცესს, რათა საკუთარ თავში დავნერგოთ ეს პრაქტიკა.

 

მოდით სწრაფად გადახედოთ რვა ასპექტს. პირველი ოთხი გარე ასპექტებად ითვლება. ეს ოთხი არის ის, თუ როგორ მოვამზადოთ  საკუთარ თავი  უფრო ღრმა პრაქტიკებისათვის,  ჩვენი სხეულისა და გონების სიმტკიცისა  და მოქნილობის გაღრმავებით. ეს არის ის საძირკველი, რომლზე დაყრდნობით  შემდეგში საკუთარი თავის შეცნებას დავიწყებთ, ამიტომ ის უნდა იყოს ძლიერი, მყარი და თანაბარი. მეხუთე ასპექტი, პრატიაჰარა, ხიდის ფუნქციას ასრულებს,  გარე და შიდა ასპექტებს შორის. ეს ასპექტი ხშირად შეუმჩნეველი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო სამი არის შიდა ასპექტები, რომლებიც ბუნებრივად მიედინება ერთიდან მეორეში. ერთხაზოვანი ფოკუსირებითა და კონცენტრაციით ვიწყებთ მედიტაციას, რაც ჩვენს გონებას აწმყოსთან აერთიანებს და ჩვენს შინაგან რესურსებს ბოლომდე ხსნის. დიახ, ეს არის მიზანი!

 

ეს არის ჩემი გამოცდილება და ურთიერთობა სუტრებთან. ჯერ კიდევ ძალიან შორს ვარ ამ ყველაფრის სრულად გაცნობიერებისგან, მაგრამ მადლიერი და ბედნიერი ვარ, რომ ამ გზას მივუყვები.

logo_up2

გაზიარება

მეტი პოსტი