ვფიქრობ მოგზაურობის პროცესი არ არის მარტივი: დროის ცვალებადობა, აკლიმატიზაცია,გარემოს შეცვლა.. თუმცა ეს ყველაფერი განაპირობებს ზუსტად იმ პროცესებს, რაც ჩვენში ხდება მოგზაურობის შემდეგ. ის ელემენტარული მოვლენები, რომლებიც ჩვენ გარშემოა ,არ არის აღქმული ჩვენ მიერ ყოველდღიურობაში, მაგრამ საკმარისია გარემო შევიცვალოთ და თითქოს თვალები გვეხილება; ვამჩნევთ გათენების ენერგიას, ზაფხულის წვიმის შემდეგ მიწიდან ამოსულ სურნელს, ,ჭრიჭინების ხმას, ვგრძნობთ და ვაფასებთ მშვიდ საღამოებს ქალაქგარეთ გასვლისას რომ შეიმჩნევა ..