back to top

იოგას ექვსი სიტყვა, რომელიც უნდა იცოდეთ

ადრე ძირითადად სხვისი რჩევებისა და სურვილების მიხედვით ვცხოვრობდი და ვარჩევდი პროდუქტებს. ჰარმონია კომფორტით მანებივრებდა და თავს თითქოს დაცულად ვგრძნობდი, თუმცა შინაგანად რაღაც მაწუხებდა, რისი აღწერაც ჩემთვის შეუძლებელი იყო, რაღაც ძალიან შორს მყოფი ჩემი კომფორტის ზონიდან. რამდენიმე თვის შემდეგ ყველაფერი დავტოვე, ათასობით მილი განვვლე და გამოვცადე რაღაც ახალი, გასაგები მხოლოდ ჩემთვის და სხვა არავისთვის.… იოგა ჩემი ყოველდღიური ცხოვრების უზარმაზარი ნაწილი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ გამოვიღვიძე; თავს ახალ ადამიანად ვგრძნობდი და დიდ ძალას ვხედავდი საკუთარ თავში. მივხვდი, რომ “ჩემი პრაქტიკა” უკან დამიბრუნდა. ეს დამეხმარა მეგრძნო თავდაჯერებულობა. ეს არარეალური და დაუჯერებელია, როდესაც ჩვენში ვპოულობთ ამ ენერგიას. ეს პროცესი ერთ-ერთი ცხოვრებისეული საოცრებაა და როდესაც ამას განიცდი, გრძობ, რომ შეგიძლია ფრენა, და არა აქვს მნიშვნელობა რომელი მიმართულებით. შეგიძლია უბრალოდ გაფრინდე შორს. მე მტკიცედ მჯერა, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა და ბედნიერება სადღაც ახლოსაა.

ნამასტე – ქედს ვიხრი შენი შინაგანი ღვთაებრიობის წინაშე

ასანა – იოგური პოზები

ომ – ხმის ენერგია

შანთი – შინაგანი სიმშვიდე

მუდრა – რიტუალი ხელებით

პრანაიამა – კონტროლირებადი სუნთქვა

logo_up2

გაზიარება

მეტი პოსტი