რა არის ნიმფხვნილი?
აუცილებლად გექნებოდათ შეხება ინდოეთის ანტიბაქტერიულ, ანთების საწინააღმდეგო, სოკოს საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ ნიმისფოთოლთან.
მისი არაჩვეულებრივი ფხვნილი დაეხმარა უამრავ ქალს, ბავშვს და მამაკაცს კანის აკნეს, ლაქების, გამონაყარის, ქავილისა და სხვა მრავალი პრობლემის მოგვარებაში. ამბობენ, რომ ნიმი ასევე ამცირებს წვრილ ხაზებს და ანელებს დაბერების პროცესს.
რას აკეთებს ნიმის ფხვნილი
ატენიანებს. ვიტამინ E-ს კომბინაცია ცხიმოვან მჟავებთან ერთად ატენიანებს კანს და ინარჩუნებს სუფთად. ანტიოქსიდანტები ებრძვიან ოქსიდაციურ სტრესსა და თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც არიან დაბერებისა და დაავადებების გამომწვევნი.
ხელს უშლის მჭამელების წარმოქმნას. არ იდარდოთ მჭამელების გამწვავებაზე ნიმ-ითდატენიანების დროს. ის არაკომედოგენურია.
მკურნალობს აკნეს. ნიმის ექსტრაქტი აქრობს დიდი რაოდენობის ცხიმსა და ბაქტერიებს, რომლებმაც შეიძლება გაამწვავოს მდგომარეობა. ნიმ-ის ანტიბაქტერიული ძალა ასევე ხელს უშლის მომავალ გამოვლინებებს, ხოლო ნიმ-ში არსებულ ანტიოქსიდანტებს მინიმუმამდე დაყავთ იარები და კანს მაქსიმალურ სიჯანსაღესა და სისუფთავეს სძენენ.
გაღიზიანებული კანის დამშვიდება. ნიბიდინი და ნიმბინი, ორი ანთების საწინააღმდეგო ნაერთია, ხოლო ნიმ-ის ინგრედიენტი, კვერცეტინი ასევე ანტიოქსიდანტია, რაც ხელს უწყობს მემბრანის მავნე თავისუფალი რადიკალების შემცირებას.
ნელი დაბერება. ნიმ-ის კაროტენიოიდული შემცველობა მას პოტენციურად დამცავ თვისებებს სძენს, ხოლო ბეტა-კაროტინი კანს იცავს ჟანგვითი სტრესისა და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, ეფექტურია სიბერესთან ბრძოლისას.
გამაგრება და გაჯანსაღება. ნიმ-ის ფოთლის ექსტრაქტის ასტრინგენტული თვისებები ამცირებს კანის ნაოჭებს და დაბერებას.
ამშვიდებს ფსორიაზსა და ეგზემას. სიმშრალე და სკალირება ყველაზე ხშირაად ასოცირდება ამ კანის დაავადებასთან და ნიმის ექსტრაქტი არა მხოლოდ ამცირებს სიწითლესა და ქავილს, არამედ ატენიანებს კანს.ექსტრაქტში ზეთის ანტიბაქტერიული თვისებები ხელს უწყობს კანის შემდგომი ინფექციების თავიდან აცილებას, როგორიცაა, ეგზემა. ცხიმოვანი მჟავები ნიმ-ში მუშაობს როგორც დამამშვიდებლები, რომლებსაც დერმატოლოგები რეკომენდაციას უწევენ ეგზემისას.
აიურვედას თანახმად, ყველას აქვს შვიდი ტიპის სხეულიდან ერთ-ერთი, რომელიც შედგება ორი ან სამი ენერგიის ერთობლიობისაგან და ეწოდება დოშა (ვატა, პიტა და კაპჰა). ჩვენი ტიპი, ან აიურვედის კონსტიტუცია, გამოირკვევა ჩვენი ფიზიოლოგიური თვისებების, აქტივობებისა და გარკვეული ქცევების მიხედვით. ამ შინაგან ენერგიებსა და ჩვენს გარეგან გარემოებას შორის ინტერაქციამ შეილება შექმნას დისბალანსი ერთ ან რამდენიმე დოშაში და გამოვლინდეს როგორც განსხვავებული ჯანმრთელობის პრობლემა. აიურვედა დოშას დისბალანსს მიიჩნევს ნებისმიერი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დაავადების ფესვებად. აიურვერდული კანის მოვლა მოითხოვს პირველ რიგში შინაგანი პრობლემების აღმოფხვრას.
მას შემდეგ, რაც გავიცნობთ ჩვენს სხეულს,უკეთ ეკიპირებულნი ვართ პერსონალური ჯანმრთელობის ოპტიმიზაციისათვის და კანის პრობლემების, ანთებისა თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემების თავიდან ასაცილებლად. არსებობს მიზეზი თურატომააეს ინდური ჯანმრთელობის სისტემა 5000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პოპულარული და რატომ იზრდება მისი პოპულარობა დასავლეთში, როგორც ჩვენი ჯანმრთელობის ალტერნატიული მიდგომა. დაწყებული კვებიდან, აიურვედა გვასწავლის ჩვენი დოშას ტიპისთვის სწორი საკვების შერჩევას, როგორ გამოვასწოროთ დისბალანსი, როცა ზაფხულის პერიოდისკენ გადავდვართ. ჩვენში წონასწორობის აღდგენა არის აიურვედასგან კანის მოვლის ნომერ პირველი რჩევა.
აღმოვაჩინე, რომ საკვებს ჩვენს კანზე დიდი გავლენა აქვს: ხილი და ბოსტნეული კურნავს კანს და გამოდევნის მარილებს, ხოლო კოფეინსა და ქიმიკატებს ჩვენს კანზე უარყოფითი გავლენა აქვს. ვისწავლე ვიყო კეთილი საკუთარი თავის მიმართ სარკეში ჩახედვისას. ვისწავლე საკუთარი თავისადმი თანადგომის გამოცხადება და გავაანალიზე, რომ სილამაზესა და შინაგან ღირებულებას გამოსახულებასთან საერთო არაფერი აქვს. ამ გამოღვიძებამ თანაგრძნობით ამავსო სხვების მიმართ, რომლებიც იტანჯებიან საკუთარი ტვირთის ზიდვით. არ აქვს მნიშვნელობა დიდი ტვირთია ეს თუ პატარა. და ბოლოს, ვისწავლე, რომ ჩვენი კანი არის სიმბოლო, იმისა თუ როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს. თუ ჩვენ საკუთარ თავს ვხედავთ, როგორც ნაკლოვანებს, ეს ჩვენს კანზე აისახება. თუ გაბრაზებულები ვართ, ჩვენი კანიც გაღიზიანებულია. ჩვენს კანს ჩვენთვის ბევრი რამის სწავლება შეუძლია!
ნამდვილი თვითზრუნვა ნიშნავს ჩვენი ფიზიკური, გონებრივი და ემოციური სამყაროების გაგებას, თანაგრძნობასა და წონასწორობის დაცვას. ისიამოვნე შენი მშვენიერებით და გახსოვდეს ეს რჩევები შინაგანი და გარეგანი სილამაზის მისაღწევად.