ჩვენი წარმატების და ბედნიერებისთვის აუცილებელია მივყვეთ ჩვენს დინებას. უნდა მივენდოთ საკუთარ თავს, მოვუსმინოთ ჩვენს შინაგან ,,მე“-ს და მივყვეთ გულის კარნახს და ინტუიციას. ხშირად ადამიანი მიჰყვება სხვის ნაკადს, შემდეგ თავს გრძნობს დაბნეულად და საკუთარი გულისგან შორს. რაც უფრო მეტად მიჰყვები საკუთარ დინებას, თავს უფრო ბედნიერად გრძნობთ და როდესაც ბედნიერი ხარ, მეტად მშვიდი და ორიენტირებული ხდება შენი ცხოვრება.
რატომ უნდა მიჰყვე საკუთარ დინებას:
იგრძნობთ, რომ ცხოვრობთ ისეთი ცხოვრებით, როგორსაც ბედისწერა გიმზადებდათ.
თქვენი ჯანმრთელობა გაუმჯობესდება
თქვენი ურთიერთობები და კავშირები გაუმჯობესდება
როდესაც მიჰყვებით თქვენს დინებას, სამყარო გეხმარებათ.
დინება ვლინდება, როდესაც ადამიანის ბუნებრივი უნარები უტოლდება მის წინაშე მდგარ გამოწვევებს. დავალების შესრულებისას თავს იჩენს სპონტანური სიხარული ან იმედგაცრუება. ყოველთვის გვაქვს სიტუაციისადმი პირადი კონტროლის განცდა და მსგავსი გამოცდილება შინაგანად გვაჯილდოვებს.
დინება განისაზღვრება, როგორც მდგომარეობა, როდესაც მთლიანად გადაშვებული ხარ ერთ საქმიანობაში, ან მომართული ერთი დავალებისკენ და სხვა დანარჩენი იმ მომენტში უმნიშვნელოა. დინების მიღწევა მაშინ ხდება, როდესაც სხეული, გონება და სული ერთიანია, როდესაც ახლანდელი მომენტი ისეთი სრულყოფილია, რომ ყველაფერი ქრება. დრო ნელდება, ეგო იშლება და შიში ქრება. დინების მდგომარეობა მედიტაციაა. ეს არის მდგომარეობა, რომლის მიღწევასაც ვცდილობთ ასანის პრაქტიკის დროს.