loader image
back to top
lotus_c
სალომე

მოგესალმებით, მე სალომე ხელაშვილი ვარ, 33 წლის (დაბ. თარიღი: 20.10.1985),ნიშნით სასწორი. 33 წლის განმავლობაში ცხოვრების გარკვეული გზა განვვლე და გავაანალიზე, რომ იოგა ჩემი ცხოვრების მხოლოდ ერთი ნაწილი კი არა, არამედ ჩემი ცხოვრების წესია. იგი ერთადერთი რამაა, რაც ყოველდღიურ გამოწვევას მთავაზობს და მეხმარება ახალი გამოცდილების მიღებაში.

მინდა გიამბოთ ჩემს შეასახებ იოგას აღმოჩენამდე.  დაბადებიდან მუდმივ მოძრაობაში ვიყავი. ჩემი მშობლები მოცეკვავეები არიან და მათ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინეს. დედაჩემი სცენაზე ადრე ორსულობის თვეებშიც კი აქტიურად ცეკვავდა, ასე რომ ჯერ კიდევ მუცლადყოფნისას ვეზიარე სცენასა და პერფომანსს. ბავშვობის პერიოდში დაინტერესებული ვიყავი გოგონების ნივთებით, მაკიაჟით და ლამაზი კაბებით, მაგარამ ამავ დროს, ყოველთვის მივყვებოდი სპორტის სახეობებს, როგორიცაა თხილამურებით სრიალი, ჩოგბურთი. რაღაც პერიოდი ვცეკვავდი ბალეტს. ესთეტიკისა და ფიზიკური დახვეწილობის სიყვარულმა მიბიძგა გავმხდარიყავი მოდელი. 2005 წლის ,,მის საქართველოზე“ გამარჯვებამ გადამაწყვეტინა მონაწილეობა მიმეღო ,,მის მსოფლიოს“ კონკურსში, სადაც ყველა ჩემი მოლოდინი სამოდელო სამყაროს შესახებ დაიმსხვრა.

იოგა აღმოვაჩინე 2011 წელს, როდესაც ჩემი პირველი ბიჭი დაიბადა. ბუნებრივია მინდოდა იმ ზედმეტი კილოგრამების დაკლება, რაც ორსულობისას მოვიმატე და სუპერ მოტივირებული ვიყავი.იოგასთან დაკავშირებით, ჩემი პირველი შთაბეჭდილებები განსხვავებული იყო. ზოგიერთი პოზის გაკეთებისიას სიცილს ვერ ვიკავებდი. თვეების განმავლობაში ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ დავიწყე წონის სწრაფად დაგდება, ფორმაში ჩავდექი და მივხვდი, იოგა იყო ის, რაც მე სიამოვნებას მანიჭებდა. იოგამ ჩემთვის კარი გახსნა სამყაროსათვის, რომელსაც არა აქვს დასასრული და საზღვრები.

ჩემი ცხოვრების ფილოსოფია ესეთია – ვიცი, რომ ცხოვრებას ჩემთვის უამრავი საინტერესო რამის შემოთავაზება შეუძლია. თუ თავს დავხრი, ვერ შევძლებ დავინახო. უნდა გავსწორდე, თავი მაღლა ავწიო, მზეს სახე გავუსწორო და ნებისმიერი შეასაძლებლობისთვის ვიყო გახსნილი. ასე ვცხოვრობ  ბოლო წლები, რაც იოგა აღმოვაჩინე, მივყვები ნაკადს და ვტკბები ყოველი დღითა და წუთით ამ სამყაროში. ჩემს ცხოვრებისეულ გზაზე იოგა დამეხმარა გამეანალიზებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გახსნა გული და შეიგრძნო, რომ სამყარო შენს ფეხსქვეშაა. ღიად და სუფთად ყოფნით, ხვდები, თუ როგორ ღრმად არის დაკავშირებული ყველაფერი ერთმანეთთან. იოგა ხდება ხიდი იმის გასაგებად, თუ როგორაა ეს ყველაფერი მოწყობილი. იოგა ასევე დამეხმარა ჩემი სხეულისა და გულის შესწავლა-მოსმენაში. ბავშვობაში ვფიქრობდი, რომ სილამაზე მხოლოდ კოსმეტიკური საშუალებებით, ლამაზი სამოსით და ძვირადღირებული კრემების საშუალებით მიიღწევა, ახლა კი ვხვდები, რომ მედიტაციას, კარგ ძილს და დაბალანსებულ დიეტას შეუძლია სასწაულები მოახდინოს. აზრების სილამაზე და ჯანმრთელი სხეული – ეს არის ჩემთვის ნამდვილი სილამაზე. ეს არის ის, რასაც მე ყველას ვეუბნები – ყოველთვის ყურადღება მიაქციე, რის თქმას ცდილობს შენი სხეული. მან უკეთ იცის.

არასოდეს მომბეზრდება მოგზაურობა და სამყაროს კვლევა. რომ არა იოგა, ალბათ ფსიქოლოგი ვიქნებოდი. მაინტერესებს მოტივაცია ადამიანების ქმედებების უკან. ყოველთვის ყურადღებით ვსწავლობ ჩემს გარშემო მყოფ ხალხს.

რატომ შევქმენი ეს ვებ-გვერდი  – ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც უფრო დავხვეწე ჩემი პრაქტიკა, მივხვდი, რომ მჭირდება სივრცე ჩემი ოთახის გარეთ, ჩემი გამოცდილების და ცოდნის გასაზიარებლად. მინდა ადამიანებს შთავაგონო და დავეხმარო, დაადგნენ ჯანსაღი ცხოვრების გზას. ?

რას ნახავთ აქ – ჩემი პრაქტიკის ვიდეოებსა და რჩევებს ჯანსაღი დიეტის შესახებ.

რატომ მე – მე მჯერა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია. წონის კლების დიეტა და ვარჯიშები, რაც ინტერნეტით მოიპოვება, არ მუშაობს ყველასთვის ერთნაირად და შეიძლება ხშირად ჯანმრთელობისთვის საშიში შედეგით დასრულდეს.

აქ შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, მე კი შემიძლია კონსულტაცია გაგიწიოთ და შევქმნა თქვენთვის ინდივიდუალური გეგმა, კვებისა და ვარჯიშების ჩათვლით. გარდა ამისა, შეგიძლიათ გაიგოთ მეტი ჩემი შინაგანი სამყაროს და ცხოვრებისეული გზის შესახებ ბლოგის საშუალებით.

F O L L O W  U S: